საერთაშორისო პროგრამა

ბერლინერ ანსამბლი / BERLINER ENSEMBLE

ევრიპიდეს მიხედვით  / BY EURIPIDES

07-08 დეკემბერი / December

19:30

რეჟისორი - მიხაილ თალჰაიმერი

სცენოგრაფია - პლაფ ალტმანი

კოსტიმები - ნელე ბალკჰაუზენი

კომპოზიტორი - ბერტ ვრედე

ვიდეო დიზაინი - ალექსანდერ  დიუ პრელი

განათება - იოჰან დელაერე, ულრიხ ეჰი

დრამტული მრჩეველი - სივილე ბაშუნგი

 

მონაწილებენ :

 ძიძა - სტეფანია რეინსპერგერ

კორინთელი ქალების ქორო -  ბეტინა ჰოპე

მედეა - კონსტანს ბეკერი

კრეონი - მარტინ რენჩი

იასონი - მარკ ოლივერ შულცე

ეგეოსი - ოლივერ კრაუშერ

მოამბე - გერიტ ჯანსენი

 

ხანგრძლივობა : 120 წუთი ანტრაქტის გარეშე

წარმოდგენის შესახებ:

იასონმა მიატოვა მედეა. მას და მის შვილებს განდევნა ემუქრებათ. კრეონის ქალიშვილზე დაქორწინების შემდეგ, იასონი მიიღებს კორინთოს მოქალაქეობას, სოციალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. მედეა, უაღრესად გულნატკენი ამ ღალატით და იასონის მიერ უგულებელყოფილი ერთგულებითა და ქორწინებით, ამზადებს სასტიკ შურისძიებას. უსაზვრო სიყვარული იცვლება უსაზღვრო სიძულვილით: მედეა გადაწყვეტს საკუთარი შვილების მოკვლას. რას წარმოადგენენ ადამიანები, რით შეგვიძლია დავიცვა თავი, სანამ უმოწყალოდ მოგექცევიან?

 

დაიდგა 2013 წელს BERLIN THEATERTREFFEN-ში პრემიერა ბერლინერ ანსამბლში : 10.11.2017

 

თეატრის შესახებ:

ბერლინერ ანსამბლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი ტრადიციის მქონე თეატრია გერმანიაში. მისი დაარსება ბერტოლტ ბრეხტის სახელს უკავშირდება.  თავისი 125-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში თეატრი შიფბაერდამზე ყოველთვის ეხებოდა დროსთან შესაბამის სოციალური მნიშვნელობის მქონე საკითხებს და 2017-18 წლების სეზონზროდესაც სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე  ოლივერ რისი ინიშნება,  ბერლინერ  ანსამბლმა კიდევ ერთხელ მიმართა თავისი ყურადღება თანამედროვე ტექსტებსა და თემებს. ოლივერ რისის ხელმძღვანელობით ბერლინერ ანსამბლი აგრძელებს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელების ბერტოლტ ბრეხტისა და ჰაინერ მიულერის ტრადიციებს და ყურადღებას ამახვილებს თეატრზე, რომელიც ასახავს ჩვენს ახლანდელ დროებას. ბერტოლტ ბრეხტის ნამუშევრების გარდა, რეპერტუარში წარმოდგენილია ცოცხალი ავტორების აქტუალური თემები და თანამედროვე პიესები, რომლებიც სცენაზე ჩვენი დროის აქტუალურ საკითხებს განიხილავს.