ისტორია

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საჩუქარი თეატრალურ სამყაროს

2019 წლის 7-20 დეკემბერს, ბათუმი, გრანდიოზულ, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ბათუმში მასშტაბური საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსების იდეა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს და მის უცხოელ მეგობრებს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომლის პატრონაჟითაც ხორციელდება ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - BATUMI INTERNATIONAL

იდეის განხორციელებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ის 2019 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან საერთაშორისო ფლატფორმად იქცევა.