ქართული სპექტაკლების პროგრამა

უილიამ შექსპირი 

ექსპერიმენტული თეატრი ყველგან 

09 დეკემბერი 

16:00

       

 

რეჟისორი : გიორგი ჩხაიძე

მონაწილეობენ :

გიორგი არველაძე

 ნატალია გალოგრე

ფრიდონ მოდებაძე

ირინა ღლონტი

თედო ტუღუში

გიორგი კაკალაძე

 

ხანგრძლივობა : 80 წუთი

უილიამ შექსპირის „მაკბეტი“ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლია.  მაკბეტი ჩვენს თეატრში მუდმივად ანშლაგით მიმდინარეობს. სპექტაკლის იდეა და თემა უცვლელად არის შენარჩუნებული, ასევე, ორიგინალური ტექსტი ივანე მაჩაბლის თარგმნით.    სპექტაკლს ორიგინალური თეატრალური ფორმა აქვს, რაც ატყვევებს მაყურებელს (მაკბეტის ფორმა ტოკიოს საერთაშორისო თეატრალური ფორმების ფორუმზე წარადგინა უელსის თეატრის პროექტების მენეჯერმა დეივიდ ევანსმა)     ჩვენი სპექტაკლის ფორმა დიდი ობობის ქსელი გახლავთ  სწორედ ეს გახლავთ მთავარი დეკორაცია ჩვენი სპექტაკლისა, სამი მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმული დიდი ობობის ქსელი სრულად დატვირთულია ქმედებით, მსახიობები მთელი სპექტაკლის განმავლობაში მოძრაობენ ქსელზე.  სპექტაკლმა უამრავი თეატრალური ფესტივალი მოიარა.   სპექტაკლში მხოლოდ ექვსი მსახიობი მონაწილეობს.  რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით მაკბეტი ყველაზე დიდი ობობაა რომელიც თავის ქსელში აბამს მსხვერპლს - მეფე დუნკანს, საბოლოოდ კი, როგორც წესი, იგი თავად იღუპება მისივე გაკეთებულ ქსელში.  სპექტაკლის დეკორაცია მინიმალისტურად არის გადაწყვეტილი, მაგრამ ამავე დროს რთულად ასაწყობია. ერთიანობაში მოქმედება მიმდინარეობს სასახლის ტაძარში.  

 

თეატრის შესახებ :

()იპ ორგანიზაციაექსპერიმენტული თეატრი ყველგან 

2013 წლის 29 მაისს დაფუძნდა. 

ორგანიზაცია მიზნად ისახავს 

თეატრალური სანახაობების ჩატარება-ორგანიზებას რეგიონისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

ორგანიზაციის მისიაა, თეატრი იყოს ყველგან, სადაც ეს შესაძლებელიათუ მაყურებელი არ მიდის თეატრში, მაშინ თეატრი მიდის მაყურებელთან ეს არის ჩვენი უმთავრესი იდეაფიქსი. 

თეატრს არ გააჩნია სტაციონალური თეატრალური სივრცე, ეს არის ექსპერიმენტული თეატრი თავისი ფორმით და იდეით, წარმოდგენებს ვმართავთ არა მარტო პროფესიულ სცენებზე, არამედ ქარხნის ძველ ნანგრევებში სასაწყობე ფართში, და სხვადასხვა 

ადგილას. ჩვენ არ ვერიდებით თამამ  ექსპერიმენტებს და აუთვისებელ სივრცეებს, მუდმივად ვეძებთ ახალ თეატრალურ ფორმებს.

ჩვენ ვთვლით, რომ 21- საუკუნის თანამედროვე თეატრს შეუძლია გვერდი აუაროს სტანდარტულ ფიცარნაგს და ისე მიიტანოს სათქმელი მაყურებელთან. 

 

ამ ეტაპზე თეატრში  ცხრა   ადამიანი მუშაობს, აქედან 3 ტექნიკური პერსონალია, ხოლო 6 პროფესიონალი მსახიობი.  ჩვენ არ გვყავს დამატებითი პერსონალი აქ დეკორაცია და სცენის ატრიბუტიკა იკერება, კეთდება ჩვენივე ხელით, რადგან ეს ყოველივე უფრო ინტიმური ხდება მსახიობისათვის - გარემო, რომელიც მისივე ხელით არის შექმნილი, რაღა თქმა უნდა, პროფესიონალი მხატვარ-დეკორატორების დახმარებით. 

ამჟამად თეატრი იმყოფება ბათუმის . ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის დიდ დარბაზში, რომლის დალაგება და თანამედროვე ექსპერიმენტულ სივრცედ ქცევა ჩვენი მიზანი იყო, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით იგი აღიჭურვა განათებით და პროფესიული აუდიო სისტემებით.  2013-2017 წლებში ექსპერიმენტულ თეატრში   ოცდაათამდე პროფესიონალი და მოყვარული მსახიობი, მხატვარი და სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდა იყო გაერთიანებული.